|
13-03-2010, 23:35
დღეს, 13 მარტს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები გორის # 3 საჯარო სკოლის შენობაში გორის რაიონის პედაგოგებს შეხვდნენ და მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიაწოდეს.
ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებმა პედაგოგებს პროფესიული უნარების, მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხოური ენების ტესტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
14 მარტს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და ცენტრის წარმომადგენლები ზუგდიდის სკოლების პედაგოგებს შეხვდებიან, 15 და 16 მარტს კი _ აჭარის რეგიონისა და ოზურგეთის სკოლების წარმომადგენლებს. |
|