მაია მიმინოშვილი ინგლისური ენის გამოცდას დაესწრება
---
9-07-2010, 00:21
9 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ინგლისური ენის გამოცდას თელავის საგამოცდო ცენტრში დაესწრება. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თელავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორისა და კოორდინატორის გათავისუფლების შესახებ 7 ივლისს გამოცდების მედიაცენტრში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა. თელავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი პირების გათავისუფლების მიზეზი დადგენილი პროცედურების არათანმიმდევრულად შესრულება გახდა.
უცხოური ენის გამოცდის პირველი სესია 8 ივლისს ჩატარდა. გამოცდის მეორე და მესამე სესია 9 ივლისს ჩატარდება.
რეგისტრაცია დილის სესიისთვის 08:00 საათზე დაიწყება. გამოცდა - 09:00 საათზე. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება.