|
8-05-2010, 02:00
დღეს, 8 მაისს, 11:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კონკურსის დასკვნით ეტაპს ჩაატარებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი კონკურსის მიმდინარეობას ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში დააკვირდება.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიისა და გეოგრაფიის გამსწორებლები შეირჩევიან.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი 15 მარტს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო შესაბამისი საგნის ნებისმიერ სპეციალისტს. 365 მონაწილე რამდენიმე ცენტრში 2 დღის განმავლობაში გამოიცდება. საუკეთესო შედეგების მქონე კონკურსანტები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან. |
|