|
12-03-2010, 01:18
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კონკურსს 15 მარტიდან დაიწყებს. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიისა და გეოგრაფიის გამსწორებლები შეირჩევიან.
კონკურსის შედეგად საგამოცდო საგნების 379 გამსწორებელი საქართველოს 18 ქალაქიდან და რაიონიდან შეირჩა (ქუთაისი, საგარეჯო, წალენჯიხა, რუსთავი, ხულო, ახალციხე, ხონი, ოზურგეთი, ბათუმი, ბაღდათი, ზესტაფონი, ბორჯომი, თიანეთი, თელავი, გორი, ხაშური, მცხეთა, თბილისი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ინტერნეტთან მიერთებული ნებისმიერი კომპიუტერიდან უნდა შევიდნენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge, სადაც განთავსდება დეტალური ინფორმაცია კონკურსის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ. |
|