|
1-10-2009, 13:56
"ჯი-ეიჩ-ენი". ვენეციის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა შედეგები შეაჯამა. კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ლომი" ებრაელმა სამუელ მაოზმა ფილმისათვის "ლიბანი" მიიღო. ფილმის მოქმედება ტანკის კაბინაში მიმდინარეობს.
მეორე პრიზი "ვერცხლის ლომი" საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის მიიღო გერმანულმა სურათმა "ქალები მამაკაცების გარეშე", რომლის რეჟისორიც ირანული წარმოშობის ამერიკელი შირინ ნეიშატია.
ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი გერმანელმა თურქმა ფატიხ აკინმა დაიმსახურა. საუკეთესო სცენარისთვის პრიზი მიიღო ამერიკელმა ტონდ სოლონდზმა, ფილმისთვის "ცხოვრება და ომის დრო", საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის კი, სილვი ოლივიემ, რომელმაც ფრანგ რეჟისორთან ჟაკონ ვან დორმალესთან გადაიღო ფილმი "მისტერ არაბი".
მარჩელო მასტროიანის სახელობის პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის იტალიელ ჟასმინ ტრინკეს ერგო, მიქელე პლაჩიდოს ფილმში "დიდი ოცნებები" შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო სარეჟისორო დებიუტისთვის ფილიპინელი პეპე დიონკო აღიარეს. ჟიურიმ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის რუსი მსახიობი ქსენია რაპაპორტი (ფილმი "ორმაგი საათი". რეჟისორი ჯუზეპე კაპოტონდი) დააჯილდოვა, რომელიც იტალიაში უფრო აღიარებულია, ვიდრე რუსეთში. 2007 წელს მან ფილმში "უცნობი" შესრულებული როლისთვის დავით დონატელოს სახელობის ჯილდო მიიღო, ხოლო 2008 წელს ვენეციის კინოფესტივალის გახსნა და დახურვა მიყავდა.
საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ჟიურიმ ბრიტანელი კოლინ ფრენტი დაასახელა, რომელმაც ამერიკელი მოდელიორის ტომ ფორდის სადებიუტო ფილმში "მარტო კაცი" მთავარი როლი შეასრულა.
ფესტივალის ჟიურიში, რომელიც 2-12 სექტემბერს გაიმართა, წარმოდგენილნი იყვნენ ტაივანელი ენგლი (კუზიანი მთა), რუსი სერგეი ბადროვი, იტალიერი ლილიანა კავანი, ამერიკელი ჯო დანტე, ინდოელი ანურაგ კაშიაპი, ფრანგი სანდრინ ბონერი და იტალიელი ლუჩიანო ლიგაბუე. |
|