კინოფესტივალ Tribeca-ს გამარჯვებულები დასახელდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კინოფესტივალ Tribeca-ს გამარჯვებულები დასახელდნენ კულტურა, სპორტი
4-05-2011, 00:22
ნიუ-იორკში საერთაშორისო კინოფესტივალ Tribeca Film Festival-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი პრიზი მიიღო შვედურმა ფილმმა "ის მაიმუნობს" (She Monkeys). იგი რეჟისორ ლიზი აშანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმის გმირები _ ემა და კასანდრა მხედარ ქალებს განასახიერებენ. თავდაპირველად მათ შორის მეგობრული ურთიერთობა მყარდება, რაც მოგვიანებით კონკურენციაში გადადის.

აღსანიშნავია, რომ ფილმის შემქმნელმა 25000 დოლარის ოდენობით პრემია მიიღო.
BBC News-ის ინფორმაციით, საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად ალმი ხალერის Bombay Beach-ი აღიარეს. ამ დროს კი ფესტივალ Tribeca-ს საიტზე მნახველებმა საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად ჯერი როტუელის ფილმი "დონორი უცნობია" მიიჩნიეს.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში კინოფესტივალი Tribeca 2002 წლიდან იმართება. წელს ეს ღონისძიება 20 აპრილს დაიწყო.
 
 

ასევე:

  • ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ლომი" მიიღო ფილმმა "ლიბანი"
  • "ბერლინალე 2010"-ზე "ოქროს დათვით" თურქული ფილმი დაჯილდოვდა
  • "ამირანი" და "რუსთაველი" კინოფესტივალ "პრომეთეს" უმასპინძლებს
  • ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ
  • "ბერლინალე-60" დღეს იხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge