ოთარ იოსელიანს 76 წელი შეუსრულდა » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ოთარ იოსელიანს 76 წელი შეუსრულდა კულტურა, სპორტი
2-02-2010, 14:23
2 თებერვალს ქართველი კინორეჟისორს, ოთარ იოსელიანს, დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდა. იგი 1934 წლის 2 თებერვალს დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრით. 1953 წელს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წლის განმავლობაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო.
1962 წელს გადაიღო მცირემეტრაჟიანი ფილმი "აპრილი", ხოლო 1964 წელს _ დოკუმენტური ფილმი "თუჯი", რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. უკვე ამ ფილმებში გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი, რომელიც აშკარა იყო მის პირველ სრულმეტრაჟიან სურათში "ფოთოლცვენა" (1966). ამ ფილმისთვის კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "იყო შაშვი მგალობელი", ხოლო 1976 წელს რეჟისორმა გადაიღო "პასტორალი", რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინოპრესის ჯილდო დაიმსახურა.
1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობს, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმს იღებს: 1984 წელს "მთვარის ფავორიტებმა" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც _ "და იყო სინათლე" (1989) და "ყაჩაღები. თავი VII" (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი "ინ ვინო ვერიტას!" რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს.
2006 წელს რეჟისორმა გადაიღო "შემოდგომის ბაღები".
 
 

ასევე:

  • ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ლომი" მიიღო ფილმმა "ლიბანი"
  • გიორგი დანელიას 80 წელი შეუსრულდა
  • ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ვერნერ ჰერცოგი იქნება
  • სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართება
  • ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge