« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სვანურმა კოშკმა იტალიაში, არქიტექტურის ნიმუშების გამოფენაზე, პრიზი მიიღო |
კულტურა, სპორტი |
|
|
28-09-2011, 01:01
იტალიის ქალაქ ვერონაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურული ნამუშევრების გამოფენის დროს საქართველომ წარმატება მოიპოვა. საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი სვანურმა კოშკმა მიიღო. დაინტერესება ქართველის მიმართ ორგანიზატორებმა თავად გამოთქვეს.
პრეზენტაცია ფესტივალზე გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრმა გადაგზავნა. პროექტი სვანური კოშკების თაობაზე ამოუწურავ ინფორმაციას და ფოტომასალას მოიცავდა.
არქიტექტურული კონკურსი უკვე მეთორმეტეჯერ ტარდება, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული პროექტები იღებენ მონაწილეობას. ამ პროექტებში კი კონკურსის მთავარი მოთხოვნა მარმარილო და ქვის გამოყენებული არქიტექტურული ნაგებობებია.
"ამ კონკურსში სვანურმა კოშკმა გაიმარჯვა, როგორც უავტორო არქიტექტურის ნიმუშმა. ეს უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ საქართველოზე ცნობადობის ხარისხი კიდევ უფრო აიწევს. სვანეთში ჩასვლის მსურველთა რიცხვს გაზრდის და უამრავი ადამიანი გაიგებს სვანური კოშკის, როგორც ფენომენის, ქონას საქართველოში", - აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.
შეგახსენებთ, რომ მარმარილოს და ქვის ტექნოლოგიებით 66-ე საერთაშროსიო ფესტივალის დაჯილდოება 23 სექტემბერს გაიმართა. ghn.ge |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
დღეს პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია შედგებატექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო წარმატება"არქიტექტურული პრემია 2010"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენპროექტის "სუვენირები საქართველოდან" პრეზენტაცია გაიმართება28 ივლისს "სიონის ზარები 2012" ტარდება
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|