28 ნოემბერს, 19:00 საათზე, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკონ გურამ ოთხოზორიასთან. დიაკონი გურამ ოთხოზორია საზოგადოებას ათონის მთაზე გატარებული ერთი თვის შესახებ შთაბეჭდილებებს გაუზიარებს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, დიაკონი გურამ ოთხოზორია ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ მოღვაწეობენ ათონის მთაზე ქართველი ბერები, რა სიწმინდეებს ინახავს ათონის მონასტრები, როგორია იქ მოღვაწე მამათა ცხოვრების წესი.
გაიმართება ათონის შესახებ შექმნილი ახალი კლიპის პრეზენტაცია. ნაჩვენები იქნება გოდერძი შარაშიას ახალი ფილმის, "წერილის” ნაწილი, ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის – ერმოლაოსის შესახებ. დამსწრეებს დაურიგებენ წმინდა კუნძულიდან ცამოტანილ ნაკურთხ სუვენირებს.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ანი მალაზონია, თამარ ალადაშვილი, ნინო ქავთარაძე, ნინო კემულარია და მუსიკალური ჯგუფი.