|
20-05-2011, 00:30
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდება. გამოფენის გახსნას მწერლის მეუღლეც ესწრებოდა.
გამოფენის ორგანიზატორმა და ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა ქეთი ბექაურმა საუბრისას განაცხადა, რომ გამოფენაზე გამოტანილი იყო ისეთი ფოტოები და ჯილდოები, რომლებიც აქამდე უცნობი იყო საზოგადოებისთვის. ყოველივე ეს ბიბლიოთეკას გამოფნისთვის ჩოხელის ოჯახმა გადასცა.
ღონისძიება გახსნა მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ. საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა და გოდერძი ჩოხელის მეგობრებმა თბილი სიტყვებით მოიხსენიეს მწერალი და მისი შემოქმედება.
მოეწყო ჩოხელის ფილმის, "სამოთხის გვრიტების" ჩვენება, რომელსაც ესწრებოდა კინოკრიტიკოსი ოთარ პერტახია. ფილმის დასრულების შედეგ მოხდა მისი განხილვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 მაისს რეჟისორისა და მწერლის, გოდერძი ჩოხელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მწერლის ნამუშევრები, ასევე ფოტოები ფილმებიდან :"ცოდვის შვილები", "აღდგომის ბატკანი'', ''უცხო'',"ადამიანთა სევდა ". წამოდგენილ ნივთებს შორის ასევე იყო ჩოხელის ჯილდოები და სიკვდილის წინ გაკეთებული ხელნაწერები. ghn |
|