ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა - „თოჯინები გიწვევენ საცეკვაოდ" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა - „თოჯინები გიწვევენ საცეკვაოდ" კულტურა, სპორტი
24-11-2012, 19:01
დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თოჯინების საერთაშორისო გამოფენა „თოჯინები გიწვევენ საცეკვაოდ" გაიხსნა. გამოფენაზე უკრაინისა და საქართველოს მეთოჯინეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, რომელიც სპეციალურად ექსპოზიციისათვის იყო დამზადებული და დამთვალიერებელმა პირველად იხილა.

გამოფენა უკრაინული მეთოჯინეების საზოგადოებრივ გაერთიანება „დე სტილის" პირველ წლისთავს მიეძღვნა. მის მიზანს წარმოადგენს თოჯინების შექმნის ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერა.

ღონისძიებაში, ქართველ ოსტატებთან ერთად, უკრაინელი მეთოჯინეები იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენა აქამდე ქალაქ ტალინში იყო წარმოდგენილი.

დამთვალიერებელმა იხილა თოჯინები, რომლებიც სხვადასხვა სტილითა და სხვადასხვა მასალისაგანაა შესრულებული - ქსოვილი, ფაიფური, თიხა და სხვა.მნახველებს საშუალება მიეცათ, ეხილათ უნიკალური თოჯინები, რომლებიც ამა თუ იმ ცეკვას ასრულებდნენ - ტანგო, ტვისტი და ა. შ.

გამოფენა უკრაინის საელჩოს, კულტურის კვლევისა და კოორდინირები ცენტრის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენა 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
  • "ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ" გამოფენა გაიმართება
  • ქართველი ემიგრანტების საარქივო მასალის გამოფენა მიმდინარეობს
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge