|
13-03-2013, 19:13
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მე-19 საუკუნის ევროპული არქიტექტურისა და მხატვრობის ამსახველი წიგნების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირია. მისი განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები ბიბლიოთეკის რარიტეტული ფონდიდან. გამოფენა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ორ კვირას გაგრძელდება. |
|