|
31-03-2014, 17:41
3 აპრილს, 18:00-იდნ 20:00 საათამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიდი დიღმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის დეკანოზის, წინამძღვრის, მამა მერაბ დეკანოიძისა და მისი მეუღლის, მაია ჯანვერდაშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება ზემოხსენებული მშენებარე ტაძრის დასრულების სამუშაოებს. |
|