|
23-09-2011, 00:09
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის შ. რუსთაველის უნივერსიტეტის ორგანიზატორობით, რუსთაველის ეგიდით გრანტების GNSF08/3-383 და GNSF/ST08/3-383 ფარგლებში, ბათუმში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია "თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება" (Modern Algebra and its Applications), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უცხოეთის 12 ქვეყნის 60-მდე მათემატიკოსი.
ცნობილი მათემატიკოსები თანამედროვე ალგებრის სამეცნიერო კვლევის შედეგებსა და პრობლემებზე სამუშაოდ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ,,თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება“ მეორედ შეიკრიბნენ. საერთაშორისო კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა და მონაწილეებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი მიხეილ მახარაძე, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე და დარგის წამყვანი მეცნიერები მიესალმენ. ერთკვირიანი სამეცნიერო ფორუმი საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტების ფარგლებში იმართება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ორ ტომად გამოიცემა.
კონფერენცია 19 სექტემბერს გაიხსნა და 25 სექტემბერს დასრულდება. |
|