ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავს კონფერენცია მიეძღვნა » News.GTU.ge



«    მაისი 2013    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავს კონფერენცია მიეძღვნა მეცნიერება
9-09-2011, 18:07
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დიდი ქართველი მეცნიერის, ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამეცნიერო კონფერენცია ”უწყვეტ გარემოთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები” 6 დღეს გაგრძელდება და მასში ქართველ მათემატიკოსებთან ერთად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიის, შვედეთის, ირლანდიის, პოლონეთის, პორტუგალიის, მექსიკისა და რუსეთის 20-მდე უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.

ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლისა და მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის საიუბილეო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. მათემატიკისა და მექანიკის სამეცნიერო მიმართულებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს დღემდე 50-ზე მეტი საგრანტო პროექტი, საერთო ბიუჯეტით დაახლოებით 5 მლნ ლარით აქვს დაფინანსებული.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • სკოლებში მეცნიერთა საჯარო ლექციები გრძელდება
  • ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს
  • კონფერენცია "თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება"
  • ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 119 წელი შესრულდა
  • რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტთან დაკავშირებით სტუ-ში კონფერენცია ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge