"შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება სტუ
4-10-2011, 00:45
6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მეორე სართულზე, "შეხვედრების ოთახში", გაიმართება საინფორმაციო შეხვედრ პროექტ "შემოდგომის ლეგენდასთან დაკავშირებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიტერატურულ კონკურს “შემოდგომის ლეგენდაში” მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სწავლების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა). ცხადდება კონკურსი და მონაწილეობის მსურველებს მიეცემათ საშუალება, თავიანთი ნაშრომი - 1-იდან 3 თაბახამდე მოცულობის პროზაული ნაწარმოები - გაუგზავნონ კომისიას (shemodgomis-legenda@tsu.ge).

ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: I ეტაპი - შიდა შესარჩევი ტური. ელ.ფოსტაზე - shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გაგზავნონ პროზაული ნაშრომი (ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არა ნაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია. ამავე ფოსტაზე უნდა გაგზავნონ შევსებული ანკეტა, რომელიც ყველა მონაწილე სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 15 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და კონკურსის მთავარი - იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები, ქალაქგარეთ, მყურდო გარემოში, რამდენიმე საათის განმავლობაში შექმნიან პროზაულ ნაწარმოებს მოცემულ თემაზე. 15-ვე ნაშრომი შევა კრებულში. საუკეთესო კონკურსანტები კი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან: I ადგილი - 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო, II ადგილი - 700 ლარი, III ადგილი - 500 ლარი.

კონკურსის სპონსორია “ჯეოსელი”.

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დაკავშირება: სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, საეთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური, ტელ.: 236-53-90, 599-15-22-02, www.news.gtu.ge
 
 

ასევე:

  • სტუ-ის სტუდენტები ლიტერატურულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას
  • "შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით სტუ-ში შეხვედრა გაიმართა
  • ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
  • სტუდენტური კონკურსი
  • სტუ-ის სტუდენტები ლიტერატურულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge