|
21-11-2009, 03:02
24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203-ე საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. |
|