მართლმადიდებლური ეკლესია "გიორგობას" აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მართლმადიდებლური ეკლესია "გიორგობას" აღნიშნავს მეცნიერება
23-11-2009, 15:04
23 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია უდიდეს დღესასწაულს _ "წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა" ხსენების დღეს _ გიორგობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება.
ლოცვა დაიწყო 22 ნოემბერს 16:00 საათზე, ხოლო სადღესასწაულო წირვა - 23 ნოემბერს 09:00 საათზე დაიწყება.
მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს (ძვ. სტლით 23 აპრილს) - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს (ძვ. სტ. 10) - მისი ,,ბორბალზე წამების" დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გავრცელდა სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში.
გადმოცემის თანახმად, დღესასწაული საქართველოს განმანათლებლის - წმინდა ნინოს მიერ იქნა დაარსებული. ცნობილია, რომ ის წმინდა ძლევაშემოსილი გიორგის ნათესავი იყო, მას ეთაყვანებოდა და ქვეყანას მისი სიყვარული და თაყვანისცემა უანდერძა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წმინდა გიორგის სახელზე წელიწადის დღეების შესაბამისად 365 სალოცავი აიგო.
წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შესულია როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში მხედრად განმწესდა. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას.
წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება: „მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის".
თავისი საყვარელი მხედართმთავრის კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, ქრისტეს განდგომოდა და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმინდანმა იმპერატორის ამ მოთხოვნას ყური არ ათხოვა, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ. თუმცა სასაწაულებრივი ძალით მისი ყველა იარა მთელდებოდა. საბოლოოდ იმპერატორმა მისთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტა, რადგან მოკვლის სხვა საშუალება არ არსებობდა.
დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არ უწყოდენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს.
იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული პალესტინის ქალაქ რამლაში დაკრძალეს, კონსტანტინე დიდი მეფობის დროს კი წმიდანის სახელზე აშენებულ დიდი ტაძარში გადაასვენეს, ქალაქ ლიდიაში.
წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
 
 

ასევე:

  • ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • დღეს გიორგობაა
  • დღეს გიორგობაა
  • დღეს გიორგობაა
  • დღეს გიორგობაა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge