|
28-01-2012, 21:45
23 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები, სტუდენტები, ცნობილი მეცნიერები - მათემატიკოსები და ინფორმატიკოსები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, ეკონომისტები, ისტორიკოსები, ენათმეცნიერები.
შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს შორის. |
|