30 მაისს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი ნ. ფოფორაძე) საქართველოს შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს გადაეცა “ძვირფასი ლითონებისა” და “ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის” ექსპერტ-შემფასებელთა მომზადების კურსების სერთიფიკატები. მსმენელთა გადამზადება განხორციელდა ა.წ. მარტში ტენდერში (სატენდერო თანხა 57 ათასი ლარი) გამარჯვების საფუძველზე, რის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის კიდევ 35 თანამშრომელი გაივლის ტრენინგს “ძვირფასი ლითონებისა და ქვების” შემსწავლელი კურსით გათვალისწინებულ პროგრამებს სპეციალობით “ძვირფასი ლითონები” (კურსის ხანგრძლივობა სამი კვირა) და “ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობები” (კურსის ხანგრძლივობა ხუთი კვირა).
მსმენელები თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად ეუფლებიან ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობების დიაგნოსტიკისათვის საჭირო ხელსაწყო მოწყობილობების გამოყენებას.
მომზადების კურსებს უძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები (ასოც. პროფ. ია ახვლედიანი, ასოც. პროფ. ხათუნა გაჩეჩილაძე, ასისტ. პროფ. სულხან გველესიანი, მეცნიერებათა კანდიდატები მედეა დაუთაშვილი და ირინე გვალია), ამასთან ერთად, აღჭურვილია შესაბამისი თანამედროვე ლაბორატორიული ხელსაწყოებით, უცხოური ლიტერატურით, სასწავლო კოლექციებით, ეტალონებითა და სხვა დამხმარე საშუალებებით.