3 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) არსებული “ძვირფასი ქვების’’ ექპერტ-შემფასებელთა მომზადების სპეციალიზებული კურსი იწყება.
კურსების გავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 1. ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი; 2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი; 3. დიპლომის ქსეროასლი; 4. CV ან ავტობიოგრაფია.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ნომრებზე: 38-25-88, 877 42-83-74, 893 27-24-65.