საზაფხულო დასაქმების პროგრამა წარმატებით განხორციელდა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საზაფხულო დასაქმების პროგრამა წარმატებით განხორციელდა სიახლე
28-08-2012, 19:28
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა და მასში გათვალისწინებული სამუშაოები 23 000-მდე სტუდენტმა გაიარა. პროგრამის თითოეული მონაწილე, როგორც სტუდენტები, ასევე დამსაქმებლები კმაყოფილები არიან და დიდ სურვილს გამოთქვამენ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდეს. თავის მხრივ, დამსაქმებლები აცხადებენ, რომ სამომავლოდ უფრო მეტ სამუშაო ადგილს გამოყოფენ სტუდენტებისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ დასაქმებულ სტუდენტთა რაოდენობა.

დღეს 27 აგვისტოს Summer Job-ში დასაქმებული სტუდენტებისთვის ხელფასები სრულად გაიცემა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დამსაქმებელ ორგანუიზაციასა და სტუდენტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად. დამსაქმებელი შრომის ანაზღაურებას ახორციელებს პროგრამის მონაწილის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების შესახებ ანგარიშების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

ძალიან ვწუხვართ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები არასამუშაო დღეებს კონკრეტულად შაბათ-კვირას დაემთხვა და გვესმის სტუდენტების მღელვარება. შეგახსენებთ, რომ ყველა იმ სტუდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დასაქმების პროგრამაში ანაზღაურებას მიიღებენ საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათზე, რომელიც ყველა მონაწილეს უფასოდ დაუმზადდა.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს რაიმე სახის პრობლემა შეექმნება ბანკთან ან პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტსა და დამსაქმებელ ორგანიზაციას.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ”Summer job”-ის მონაწილეთათვის პლასტიკური ბარათების გაცემა იწყება
  • საქართველოს ბანკი Summer Job-ის მონაწილეებს პლასტიკური ბარათებით უზრუნველყოფს
  • დიმიტრი შაშკინი და ვლადიმერ ვარძელაშვილი "Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდნენ
  • სტუ-ში მადლობის წერილი მოვიდა
  • Summer Job-ის პროექტში ბიზნესორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge