სტუ-ში მადლობის წერილი მოვიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში მადლობის წერილი მოვიდა სტუ
7-09-2012, 15:39
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მადლობის წერილი მოვიდა. წერილში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები - ნინო აბესაძე და უჩა თაბაგარი - მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ინიციატივით ორგანიზებულ პროექტში “სტუდენტური დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე”.

“ნინო აბესაძემ და უჩა თაბაგარმა წარმატებით გაართვეს თავი შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად დაკისრებულ მოვალეობებს. მათ ამ პერიოდში გამოამჟღავნეს ქვეყნისა და მშობლიური ქალაქისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა. თანატოლებს შორის გამოირჩეოდნენ მაღალი დისციპლინით, ინტელექტითა და კომუნიკაბელურობით”, - აღნიშნულია წერილში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქათამაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და მთელ კოლექტივს უსურვებს წარმატებას აღმზრდელობით და პედაგოგიურ-სამეცნიერო საქმიანობას.

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა და მასში გათვალისწინებული სამუშაოები 23 000-მდე სტუდენტმა გაიარა.
 
 

ასევე:

  • საზაფხულო დასაქმების პროგრამა წარმატებით განხორციელდა
  • მადლობის წერილი ჩეჟიანგის უნივერსიტეტიდან
  • SummerJob.ge-ზე რეგისტრაცია დაიწყო
  • ტყიბულში სამთო ტექნოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა
  • Summer Job-ის პროექტში ბიზნესორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge