« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ქართველმა ხელოვანმა ესპანეთში საზოგადოების სიმპათიის პრიზი მოიპოვა |
კულტურა, სპორტი |
|
|
28-09-2012, 22:10
ახალგაზრდა პიანისტმა თამარ ბერაიამ ესპანეთის ქალაქ სანტანდერში გამართულ პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსზე ბრინჯაოს მედალი და საზოგადოების სიმპათიის პრიზი მოიპოვა. 175 პიანისტიდან მხოლოდ 20 საუკეთესოს მიეცა კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება. თამარ ბერაია 1987 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ზ. ფალიაშილის სახელობის "ნიჭიერთა ათწლედი" დოდო ცინცაძის ხელმძღვანელობით, ხოლო ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ ნანა ხუბუტიას ხელმძღვანელობით.
თამარ ბერაია მრავალი საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი და პრიზიორია. მათ შორისაა: "ახალი ვარსკვლავების " საერთაშორისო კონკურსი-გერმანია 2010 წელი; თბილისის პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი - 2005 წელი; ჰ. ნეიჰაუზის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი - სარატოვი 2000 წელი. ბ.დვარიონასის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი - ვილნიუსი 1997 წელი. დუეტების საერთაშორისო კონკურსი - სანქტ-პეტერბურგი 1997 წელი.
ბერაია უკვე 3 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში, ბერნში. თამარმა წარმატებით დაამთავრა ლუზერნის კონსერვატორია პროფესორ ივან კლანსკის ხელმძღვანელობით და მიიღო მაგისტრის წოდება. რეგულარულად მართავს კონცერტებს ევროპის ცნობილ დარბაზებში. სულ ცოტა ხნის წინ მას კონცერტი ჰქონდა შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ KKL-ის დარბაზში, სადაც ბეთჰოვენის მე-5 საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.
ესპანეთში მიღწეული წარმატების შემდეგ, ბერაიამ კონტრაქტი გააფორმა ცნობილ სააგენტოსთან ბერლინში. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
კონსერვატორიაში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნებათბილისში მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეთა კონკურსი ტარდებაზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდაპაატა ბურჭულაძეს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭამწერალთა სახლში ბესო ხვედელიძის საღამო გაიმართება
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|