|
17-10-2012, 13:45
17 -19 ოქტომბერს თბილისში ტარდება მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება - AICT2012” ("APPLICATION OF INFORMATION AND COMMUNICATION TECHNOLOGIES - AICT2012"). ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ღონისძიების დასკვნითი ეტაპი 19 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება.
კონფერენციაზე მასალები წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე. ღონისძიება ტარდება IEEE-ის ეგიდით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. |
|