2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ სიახლე
16-10-2012, 02:20
2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ. ნობელის პრემიის ლაურეატები პირველად 1901 წლის 10 დეკემბერს დაჯილდოვდნენ. ნობელის პრემიის ლაურეატთა დასახელება ყოველ წელს, ტრადიციულად, მედიცინა-ფიზიოლოგიით იწყება. მას მოჰყვება ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურის, მშვიდობის დაცვისა და ეკონომიკის დარგებში წლის ლაურეატების გამოცხადება.

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატთა დასახელების ცერემონიალი სტოკჰოლმში 8 ოქტომბერს დაიწყო. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტმა მედიცინის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებად იაპონელი მეცნიერი სინია იამანაკა და ბრიტანელ ბიოლოგი ჯონ გერდონი დაასახელა. მათ ჯილდო ცხოველთა კლონირებისა და უჯრედებთან მუშაობის გამო მიენიჭათ. იამაკასა და გორდონს უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ ასახელებენ უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს მიღების შესაძლო ჯანდიდატებს შორის. სინია იამანაკა კობეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, იგი კიოტის უნივერსიტეტში მოწინავე სამედიცინო მეცნიერებისა ცენტრის დირექტორია. ის ასევე აშშ-ის გულსისხლძრღვთა დაავადებების გლენდსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელია. სერ ჯონ გერდონი ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და კემბრიჯის ონკოლოგიური კვლევებისა და ემბრიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, რომელიც მის სახელს ატარებს.

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ9 ოქტომბერს ფიზიკის დარგში 2012 წლის ნობელის მსოფლიო პრემია ფრანგმა სერჟ აროშმა და ამერიკელმა დევიდ უაინლენდმა ნოვატორული და ექსპერიმენტული მეთოდებისთვის მიიღეს, რომლებიც კვანტური ნაწილაკების კონტროლისა და გაზომვის საშუალებას იძლევა. სერჟ აროში ფრანგი ფიზიკოსია, იგი მაროკოში დაიბადა, კოლეჯ დე ფრანსის პროფესორია. მუშაობდა სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 2009 წელს ფიზიკოსმა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრის ოქროს მედალი მიიღო. დევიდ უაილენდი ამერიკელი ფიზიკოსია, რომელიც აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს. მან 1978 წელს პირველად მოახდინა დემონსტრირება იონების ლაზერული გაცივებისა. ამ მეცნიერის კვლევებმა გზა გაუხსნა მკვლევარებს უილიამ ფილიპს, სტივენ ჩუს, კლოდ კოენ -ტანუჯს და ასევე ერიკ კორნელსს, ვოლფგანგ კეტერლესა და კარლ ვიმანს - ყველა ეს ფიზიკოზი ასევე იყო ნობელის პრემიის ლაურეატი 1997 და 2001 წლებში.

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ10 ოქტომბერს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტმა ქიმიის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებად რობერტ ლეფკოვიცი და ბრაიან კოლბიკი დაასახელა. მათ ეს ჯილდო ცოცხალი უჯრედებს რეცეპტორების შესწავლის გამო მიანიჭეს.

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ 11 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად ჩინელი მწერალი მო იანი დაასახელა. მო იანი 75 წლის ჩინელი პროზაიკოსის ფსევდონიმია, რაც თარგმანში "გაჩუმდის" ნიშნავს. მისი ნამდვილი სახელი გუან მოეა. ამ მწერლის ნაშრომები მსოფლოს ათობით ენაზეა თარგმნილი.

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ12 ოქტომბერს მშვიდობის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად "ევროპის გაერთიანების საქმეში შეტანილი წვლილისთვის" ევროკავშირი დასახელდა. ნუსხაში სულ 231 კანდიდატი იყო, მათ შორის 43 საზოგადოებრივი და საერთაშოირისო ორგანიზაცია.

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტმა ეკონომიკის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებად ამერიკელი მეცნიერები - ელვინ როტი (ჰარვარდის უნივერსიტეტი) და ლლოიდ შეპლი (კალიფორნიის უნივერსიტეტი) დაასახელა. ეს ჯილდო მათ პრაქტიკაში საბაზრო ინსტიტუტების თეორიების შემუშავების გამო მიიღეს. ეკონომიკის დარგში ლაურეატის დასახელებით დასრულდა აღსანიშნავია, რომ ალფრედ ნობელის ანდერძში ეკონომიკის პრემია დასახელებული არ იყო, თუმცა ამ დარგში ნობელის პრემია მაინც არსებობს და მის ლაურეატებს, ნობელის სხვა პრემიების ლაურეატებთან ერთად, 10 დეკემბერს სტოკჰოლმში აჯილდოებენ.

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ ცნობილი ქიმიკოსი და ინჟინერ-გამომგონებელი ალფრედ ნობელი მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის, ოლოს რადბეკის (1603-1708) შთამომავალი, იმანუელ ნობელის (1801-1872) მესამე ვაჟი, დაიბადა 1833 წლის 21 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში. იგი მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის ავტორი და 355 პატენტის მფლობელი იყო, თუმცა სახელი გაითქვა, როგორც დინამიტის გამომგონებელმა. ერთმა სერიოზულმა უზუსტობამ კი მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. კერძოდ, 1888 წელს ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში შეცდომით გამოქვეყნდაცნობა ალფრედ ნობელის გარდაცვალების შესახებ. ნეკროლოგში მას დინამიტის გამოგონებისთვის კიცხავდნენ და აუგად მოიხსენიებდნენ. მეცნიერმა გადაწყვიტა, შთამომავლობისთვის სხვაგვარად დაემახსოვრებინა თავი და 1895 წლის 27 ნოემბერს პარიზის შვედურ-ნორვეგიულ კლუბში ხელი მოაწერა ანდერძს, რომელიც ნობელის პრემიის დაარსებასა და პრემიის ფონდისთვის საკუთარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას ითვალისწინებდა.

"მე, ქვემორე ხელისმომწერი, ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, მოფიქრების შემდეგ ვაცხადებ ჩემს საბოლოო ანდერძს იმ ქონების მიმართ, რომელიც შევიძინე ჩემი გარდაცვალების დროისთვის. მთელი ჩემი დარჩენილი ქონება უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: ჩემმა ანდერძის აღმსრულებლებმა კაპიტალი ფასიან ქაღალდებად უნდა აქციონ და შექმნან ფონდი, რომლის პროცენტებიც გაუნაწილდება პრემიის სახით მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას. აღნიშნული პროცენტები უნდა გაიყოს ხუთ ტოლ ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი მიეკუთვნება მას, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ან გამოგონება ეკუთვნის ფიზიკის დარგში; მეორე ნაწილი – მას, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქიმიის დარგში; მესამე – მას, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში; მეოთხე – ვინც შექმნის იდეალისტური მიმართულების განსაკუთრებულ ნაწარმოებს და მეხუთე – ვინც ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერების შემჭიდროებაში, მონობის მოსპობისა ან არსებული არმიების შემადგენლობის შემცირებაში და ხელს შეუწყობს სამშვიდობო კონფერენციების ჩატარებას. ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს პრემიებს მიანიჭებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – კაროლინის ინსტიტუტი სტოკჰოლმში, ლიტერატურაში – აკადემია სტოკჰოლმში, მშვიდობისთვის მებრძოლებს კი – ხუთი კაცისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ნორვეგიის სტორტინგი აირჩევს. ჩემი დაბეჯითებითი სურვილია, პრემიების მინიჭებისას ყურადღება არ მიექცეს კანდიდატების ეროვნებას, რათა პრემია ყველაზე ღირსეულმა მიიღოს, დამოუკიდებლად იმისგან, სკანდინავიელია იგი თუ არა. ეს ანდერძი უკანასკნელი და საბოლოოა, მას კანონიერი ძალა აქვს და იგი აუქმებს ჩემს ყველა წინა ანდერძს, თუკი ასეთი გამოჩნდება ჩემი სიკვდილის შემდეგ. დაბოლოს, ჩემი აუცილებელი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ გამოცდილმა ექიმმა დაადგინოს ჩემი სიკვდილის ფაქტი და მხოლოდ შემდგომ დაიწვას გვამი. ალფრედ ბერნჰარდ ნობელი – პარიზი, 27 ნოემბერი, 1895 წ.".

ალფრედ ნობელი გარდაიცვალა 1896 წლის 10 დეკემბერს იტალიის ქალაქ სან-რემოში. ნობელის ფონდი 1900 წელს შეიქმნა. მისი საწყისი კაპიტალი 31 მილიონ შვედურ კრონს შეადგენდა. გამარჯვებულები პირველად 1901 წლის 10 დეკემბერს დაჯილდოვდნენ. ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, პრემია გადაეცათ ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგია-მედიცინის და კულტურის სფეროს ღირსეულ წარმომადგენლებს, ასევე – მსოფლიოში მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 1969 წლიდან კი ნობელის პრემია ეკონომიკაშიც დაწესდა. მას შემდეგ ნობელის ფონდის ხელმძღვანელობას ნომინაციების რაოდენობა აღარ გაუზრდია. ნობელის პრემია არ გადაეცემა მათემატიკოსებს. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ალფრედ ნობელი განაწყენებული იყო შვედ მათემატიკოს მიტაგ ლეფლერზე, რომელმაც მას საცოლე წაართვა. განრისხებულმა ნობელმა მათემატიკოსების კრეატიულობაში ეჭვი შეიტანა და არ მოახვედრა ლაურეატთა სიაში.

ყოველწლიური პრემია არ გაიცემა ერთი სფეროს სამზე მეტ წარმომადგენელზე. გარდაცვალების შემდეგ პრემიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებენ, თუ პრეტენდენტი ცოცხალი იყო გამარჯვების გამოცხადების პერიოდში, მაგრამ გარდაიცვალა იმავე წლის 10 დეკემბრამდე. ეს წესი მხოლოდ წელს დაირღვა, როდესაც ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, პრემის ფიზიოლოგია-მედიცინის დარგში რალფ სტეიმანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა, რადგან პრემიის მინიჭების მომენტში კომიტეტი მას ცოცხლად მიიჩნევდა.

ლაურეატების გამოსავლენად ექვსი კომიტეტი მუშაობს. კომიტეტებს სხვადასხვა ორგანიზაცია თუ დაწესებულება აკომპლექტებს. მაგალითად, შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემია ირჩევს ნობელის პრემიის კომიტეტს ეკონომიკაში, კაროლონის სამეფოს სამედიცინო-ქირურგიული ინსტიტუტი – ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, შვედეთის აკადემია – ლიტერატურაში, ნორვეგიული პარლამენტი – მშვიდობის საქმეში. ლიტერატურის დარგში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ: შვედურ აკადემიას, ასევე ანალოგიური აკადემიების, ინსტიტუტებისა და საზოგადოებების წევრებს; ლიტერატურის ისტორიის პროფესორებსა და ენათმეცნიერებს; ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატებს; სხვადასხვა კავშირის თავმჯდომარეებს. ნობელის პრემიის მინიჭების პროცედურები განსხვავებულია. ფიზიკაში, ქიმიასა და ფიზიოლოგია-მედიცინაში, ლიტერატურასა და ეკონომიკაში აღიარებული ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია კოპენჰაგენის საკონცერტო დარბაზში იმართება და გამარჯვებულებს შვედეთის მეფე აჯილდოვებს, ნორვეგიის ნობელის კომიტეტი კი ამ პრემიას მსოფლიოში მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ნობელიანტს ოსლოში გადასცემს ნორვეგიის მეფისა და სამეფო ოჯახის წევრების თანდასწრებით.

1946 წლიდან ნობელის ფონდი გადასახადებისგან გათავისუფლდა და ინვესტიციების, საქველმოქმედო შემოსავლების ხარჯზე ივსება. პრესტიჟულობის მიუხედავად, ნობელის პრემიას მუდამ აკრიტიკებენ. კრიტიკის მიზეზი ისაა, რომ თითქოს ევროპელებისა და ამერიკელების გვერდით სათანადოდ არ აფასებენ აზიელებს, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული ტრადიცია აქვთ. კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხშირად პრემიის გარეშე რჩებიან მწერლები, რომლებმაც XX ს-ის ლიტერატურაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს (მაგ.,ფედერიკო გარსია ლორკა, ავგუსტ სტრინბერგი, თომას ვულფიპოლ ვალერი, მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა, ბერტოლდ ბრეხტი, ჯეიმს ჯოისი, ემილ ზოლა, მარსელ პრუსტი, რაინერ მარია რილკე, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, მარკ ტვენი, თეოდორ დრაიზერი და სხვები). კომიტეტმა არც ბორხესი აღიარა, რადგან მწერალი პინოჩეტის ესტუმრა, ხელი ჩამოართვა და კომუნისტების “დამხობისთვის” შეაქო. ლევ ტოლსტოის კანდიდატურის წინააღმდეგი აღმოჩნდა შვედური აკადემიის მდივანი კარლ ვირსენი. ლაურეატების შერჩევის პროცესი ხშირად მითქმა-მოთქმის ფონზე მიმდინარეობს. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ პრემიის მინიჭების თავისებურებები გასაიდუმლოებულია და ბევრი მხოლოდ ვარაუდის დონეზე მსჯელობს. მიუხედავად ამისა, პრემიისადმი ინტერესი არ ცხრება. ნობელის პრემია ყველაზე ანაზღაურებადი და გასაიდუმლოებულია. ნობელის კომიტეტი ლიტერატურაში წარდგენილ კანდიდატებს თებერვალში აჯამებს (დაახლოებით, 200-300 პრეტენდენტის გვარი განიხილება), შემდეგ, ივნისის ბოლოს, 14 ავტორისგან შემდგარი “ლონგ-ლისტი” დგება. კომიტეტის წევრებს სასტიკად ეკრძალებათ სავარაუდო პრეტენდენტების სახელის ხსენებაც კი. ამიტომ სიაში მოხვედრილებს ზედმეტსახელებს არქმევენ. მაგალითად, 2005 წლის ლიტერატურული პრემიის ლაურეატს – რონალდ პინტერს განხილვისას ჰარი პოტერს ეძახდნენ. კანდიდატურებზე მსჯელობა მთელ ზაფხულს გრძელდება. კომიტეტის წევრები ცდილობენ, ნაწარმოებები ორიგინალში წაიკითხონ (ძირითად ენებად მიიჩნევა ფრანგული, ინგლისური, რუსული და გერმანული), საჭიროების შემთხვევაში კი მთარგმნელებსაც იწვევენ, რომლებიც იძულებულნი, არიან ზემოხსენებულ წესებს დაექვემდებარონ. მოგვიანებით განიხილება ხუთი გვარისგან შემდგარი სია და სექტემბერში ხმის მიცემაც იწყება. 2007 წელს შვედეთის სამეფო აკადემიის მდივანმა და ნობელის პრემიის კომიტეტის წევრმა ხორას ენგდალმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კანდიდატურებს ნობელის კომიტეტის 18 წევრიდან მხოლოდ 15-მა მისცა ხმა – ერთი აკადემიკოსი გარდაიცვალა (მისი შეცვლა ვერ მოესწრო), ხოლო ორმა აკადემიას ბოიკოტი გამოუცხადა აზრთა სხვადასხვაობის გამო. სკანდალური აღმოჩნდა ის ფაქტი, როცა ფრანც კაფკას პრემიის ლაურეატები ნობელიანტებიც გახდნენ. კერძოდ, 2004-2005 წლებში ელფრიდე ელინეკმა და ჰაროლდ პინტერმა ჯერ კაფკას პრემია მიიღეს, შემდეგ – ნობელის. მომდევნო წლებში ეს აღარ განმეორებულა. კომიტეტს ჰქონდა მცდელობა პოლიტიკის გარეშე “ეთამაშა”. ხშირად პრემიას იღებდა მწერალი, რომელიც საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და კონფლიქტი ჰქონდა ხელისუფლებასთან, რასაც დადებითი მხარეც ჰქონდა, მაგალითად: 2006 წლის ნობელიანტი ორხან ფამუქი სწორედ პრემიამ იხსნა თურქეთის ციხისგან. ნობელის პრემიის ყველაზე ხანდაზმული ლაურეატი ლიტერატურაში იყო დორის ლესინგი, რომელიც პრემიის მინიჭების მომენტში (2007 წ.) 87 წლის იყო; ყველაზე ახალგაზრდა – რედიარდ კიპლინგი, რომელმაც პრემია (1907 წ.) 42 წლის ასაკში მიიღო; ყველაზე დიდხანს 1950 წლის ლაურეატმა ბერტრან რასელმა იცოცხლა, რომელიც 1970 წლის 2 თებერვალს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა; ყველაზე მოკლე სიცოცხლე ჰქონდა ალბერ კამიუს, რომელიც 46 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისგან, რომელზედაც გამოსახულია ნობელი, ასევე დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი). ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს მხოლოდ ერთხელ (გამონაკლისი იყო მარია სკლოდოვსკაია-კიური, მან ორჯერ მიიღო ნობელის პრემია). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ყოველი წლის 10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება, ეს დღე ნობელის დღედაა გამოცხადებული. 1901 წელს პირველი პრემიის გადაცემასთან ერთად გაიმართა ნობელის პირველი ბანკეტი. დღეისთვის ბანკეტი სტოკჰოლმის მერიის ლურჯ დარბაზში ეწყობა. ბანკეტზე იწვევენ 1300-1400-მდე სტუმარს. ფრაკი და საღამოს კაბა აუცილებელია. მენიუს შერჩევაში მონაწილეობენ რესტორან “რატუშას სარდაფის” მზარეულები და კულინარები, რომლებსაც ამა თუ იმ წელს მიენიჭათ “წლის კულინარის” წოდება. სექტემბერში მენიუს სამგვარ ვარიანტს ნობელის კომიტეტის წევრები აგემოვნებენ, საბოოლოდ სწორედ ისინი წყვეტენ, რა კერძები იქნება “ნობელის სუფრაზე”. ნობელის მენიუდან ცნობილია მხოლოდ უცვლელი დესერტი - ნაყინი, თუმცა 10 დეკემბრის საღამომდე ორგანიზატორების ვიწრო წრის გარდა არავინ იცის, რომელი სახეობის ნაყინი იქნება ბანკეტზე. ნობელის ბანკეტის სუფრები და სერვისი საგანგებო დიზაინისაა. თითოეული სუფრისა და ხელსაწმენდის კუთხეში ნობელის პორტრეტია ამოქარგული. ხელნაკეთი ჭურჭლის თითოეული თეფშის კიდეზეა სამი ფერი - ლურჯი, მწვანე და ოქროსფერი. ფერთა ასეთივე გამითაა შემკული ბროლის სირჩების ფეხები. ნობელის საბანკეტო სერვისი 1991 წელს ნობელის პრემიის 90 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო შეკვეთით დაამზადებინეს (შეკვეთის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა). ნობელის სერვისში შედის 6750 სირჩა, 9450 დანა-ჩანგალი, 9550 თეფში და ერთი ჩაის ფინჯანი, ის განკუთვნილია შვედეთის პრინცესა ლილიანასთვის, რადგან პრინცესას ყავა არ უყვარს. ფინჯანი ინახება საგანგებო ხის ლამაზ ყუთში, რომელზედაც შვედეთის პრინცესა ლილიანას მონოგრამაა ამოტვიფრული. დარბაზში მაგიდები მათემატიკური სიზუსტითაა განლაგებული. დარბაზს სან-რემოდან გამოგზავნილი 23 ათასი ყვავილით რთავენ. ოფიციანტების თითოეული მოძრაობა მკაცრად, წამის სიზუსტითაა გათვლილი. ნაყინის საზეიმო შემოტანას 3 წუთს ანდომებენ. სხვა კერძის შემოტანას 2 წუთი ეთმობა. ყოველი წლის 10 დეკემბერს, ზუსტად 19:00 საათზე, საპატიო სტუმრები მეფისა და დედოფლის თაოსნობით კიბეებით ეშვებიან ლურჯ დარბაზში, სადაც სხვა სტუმრები უკვე მაგიდებს უსხედან. შვედეთის მეფე ხელკავით მიაცილებს ნობელის პრემიის ლაურეატ ქალს ან ნობელის პრემიის ფიზიკის ლაურეატის მეუღლეს. პირველს მისი უდიდებულესობის სადღეგრძელოს წარმოთქვამენ, მეორეს კი ნობელის ხსოვნის. შემდეგ მენიუს საიდუმლოს ააშკარავებენ. მენიუ დაბეჭდილია ნობელის ოქროს პროფილით დაღდასმულ ბარათებზე. ვახშმის განმავლობაში სახელოვანი მუსიკოსები უკრავენ. ბანკეტი სრულდება ნაყინით. ნაყინს გვირგვინივით ადგას შოკოლადით გამოძერწილი ლათინური “N”. 22:15 წუთზე შვედეთის მეფის ნიშანზე ყველანი საცეკავაოდ ინაცვლებენ რატუშას ოქროს დარბაზში. 01:30 საათზე სტუმრები შინ ბრუნდებიან.
2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
 
 

ასევე:

  • ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ
  • ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება
  • წლევანდელი ნობელიანტები
  • 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
  • ნობელის პრემიის ლურეატებს დღეს დააჯილდოებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge