ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება უცხოეთში
9-12-2009, 23:31
10 დეკემბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. 2009 წლის ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიენიჭა; ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წელს გერმანელმა მწერალმა ქალმა ჰერტა მიულერმა მიიღო; ფიზიკის დარგში პრემია სამმა მეცნიერმა გაინაწილა: პრემიის ნახევარ ჩარლზ კაოს ხვდა წილად, მეორე ნახევარი კი _ ჯორჯ სმიტსა და უილარდ ბოილს; სამი ნობელიანტი დასახელდა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგშიც: ელიზაბეტ ბლეკბერნი, კეროლ გრეიდერი და ჯეკ შოსტაკი; ეკონომიკის სფეროში პრემია ამერიკელმა ეკონომისტმა ქალმა ელინორ ოსტრომმა მიიღო; ქიმიის დარგში კი ჯილდო სამ მეცნიერს შორისგანაწილდა, ესენი არიან ბრიტანელი ვენკატრამან რამაკრიშნანი, ამერიკელი ტომას სტაიცი და ადა იონატი – ისრაელიდან.
ნობელის პრემია ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა. სახელი ეწოდება მისი დამაარსებლის, შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ალფრედ ბ. ნობელის პატივსაცემად.
ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად, კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისთვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისგან, რომელზედაც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით.
ანდერძის შესაბამისად, ნობელის პრემიის მინიჭების უფლება აქვს სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას (ფიზიკისა და ქიმიის დარგში, მემორიალური პრემია ეკონომიკის დარგში - 1968), კაროლინის სამეფო სამედიცინო ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) და შვედეთის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში). ნორვეგიაში ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისათვის ანიჭებს ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი. ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს და მხოლოდ ერთხელ (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად, მ. სკლოდოვსკი-კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ორჯერ - 1903 და 1911 წწ). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა და ოსლოში ყოველი წლის 10 დეკემბერს - ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც ნობელის დღედაა გამოცხადებული.
ნობელის პრემიის მინიჭება 1901 წელს დაიწყო.
 
 

ასევე:

  • ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ
  • რუსული ბირთვული იარაღის ერთ-ერთი შემქმნელი, ვიტალი გინზბურგი გარდაიცვალა
  • 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
  • წლევანდელი ნობელიანტები
  • ბრიტანელებმა საყვარელ პოეტად ტომას ელიოტი დაასახელეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS


    XML error in File: http://feeds.feedburner.com/ambebige?format=xml
    XML error: Space required at line 155


      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge