|
16-10-2009, 12:21
ბრიტანელებმა საყვარელი პოეტი დაასახელეს. ბრიტანელების ყველაზე საყვარელ პოეტად ტომას ელიოტი დასახელდა. მოდერნიზმის კლასიკოსმა და 1948 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ელიოტმა ონლაინ ხმის მიცემაში გაიმარჯვა, რომელიც "ბი-ბი-სის" ვებგვერდზე ტარდებოდა.
გავრცელეული ინფორმაციით, მან ძალიან ცოტა ხმით აჯობა მეორე დგილზე გასულ ჯონ ტონის და მესამე ადგილზე გასულ ბენჟამენ ზაფანაიას, რომელიც სიაში მოხვედრილთაგან ერთადერთი ცოცხალი პოეტია.
ტოპათეულში მოხვდნენ უილფრედ ოუენი, ფილიპ ლარკინი, უილიამ ბლეიკი, უილიამ ბატლერ იეიტსი, ჯონ ბეჩემენი, ჯონ კიდსი და დილან ტომასი. |
|