|
10-01-2011, 01:00
The New York Times-მა ის ადგილები დაასახელა, რომლებიც 2011 წლის ზამთარში ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება. საქართველო ამერიკული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მე-6 ადგილზეა. როგორც გამოცემა წერს, ბაკურიანსა და გუდაურში ყველანაირი პირობა არსებობს მოთხილამურეებისთვის და ექსტრიმის მოყვარულებისთვის და საქართველოს ეს ორი კურორტი დღითიდღე ვითარდება.
პოპულარული გამოცემა აღნიშნავს, რომ ტურისტებს ზამთრის გატარება სვანეთშიც შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი 8 იანვარს გაიხსნა სვანეთში. The New York Times-ი მიიჩნევს, რომ საქართველოში ზამთრის ტურიზმის განვითარება პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ძალისხმევის შედეგია.
პირველ ადგილზე ამერიკული გამოცემა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს ასახელებს. ექსვეულშია სან-ხუანის კუნძულები, ტაილანდის კურორტი კოჰ სამუი, ისლანდია, იტალიის ქალაქი მილანი და საქართველო.
ჩვენ შემდეგ მოდიან ლონდონი, მექსიკის კურორტი ლორეტო, იუტას შტატში მდებარე პარკ-სიტი. ათეულს კი კოლუმბიის ქალაქი კალი ასრულებს.
რეიტინგში სულ 41 ქვეყანა იყო. ghn |
|