|
24-02-2010, 17:47
ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველმა სპორტსმენმა ელენე გედევანიშვილმმა ფიგურული სრიალის მოკლე პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ელენე გედევანიშვილმა თავისი საუკეთესო შედეგი ერთი ქულით გააუმჯობესა და 61.92 ქულა აიღო. გუშინდელი მოკლე პროგრამა აზიელი სპორტსმენების დომინანტობით წარიმართა. პირველ ადგილზე სამხრეთ კორეელი იუ ნა კიმი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი იაპონელმა მაო აშადამ დაიკავა, მესამე პოზიციაზეა კანადელი ჯულიან როკეტი, რომელსაც კვირა საღამოს დედა დაეღუპა. კანადელმა სპორტსმენმა სპორტზე კონცენტრაცია მაინც მოახერხა და გუშიდელ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა. 25 თებერვალს თავისუფალ პროგრამაში ელენე გედევანიშვილი ბიზეს "კარმენის მუსიკის ფონზე იცეკვებს. ამ დღეს გაირკვევა მედალოსნების ვინაობაც. |
|