« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა |
კულტურა, სპორტი |
|
|
2-12-2012, 17:00
საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა The FUNKIDS - 103 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ანასტასია პეტრიკი გახდა, მან საკონკურსო სიმღერით "Nebo" 138 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე კი გავიდა სომხეთის წარმომადგენელი ჯგუფი "კომპასი" - 98 ქულით.
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს. ჟიურიმ ქართულ ჯგუფს 12 ქულა დაუწერა.
მეათე საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The FUNKIDS, სიმღერით "Funky Lemonade" სცენაზე მე-10 ნომრად გამოვიდა. ჯგუფთან პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობდა. საკონკურსო სიმღერის ტექსტი ბავშვებთან ერთად ნანა ცინცაძემ დაწერა.
2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობდა. ღონისძიება ამსტერდამში "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" გაიმართა.
საღამო 2011 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ჰოლანდიის წარმომადგენელმა რეიჩელმა გახსნა. ანტრაქტების დროს 2009 წლის საბავშვო ევროფესტივალის მონაწილემ, ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა რალფ მაკენბაჩმა იმღერა. კონკურსანტებმა 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის ჰიმნი შეასრულეს. თემატური სიმღერა "Break the Ice" საბავშვო ევროფესტივალის ერთ-ერთმა წამყვანმა კიმ-ლიენმა შეასრულა. საბავშვო ევროფესტივალს კიმ-ლიენი და ევოუთი უძღვებოდნენ.
საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა და წელს კონკურსში მეექვსედ მონაწილეობდა. მეათე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განახორციელა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
საბავშვო ევროვიზიაზე ქართულმა ჯგუფმა გაიმარჯვა"საბავშვო ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებული ნიდერლანდელი რალფ მაკენბახი გახდა"ევროვიზიის" კონსკურსზე სოფო ნიჟარაძე წარდგება სიმღერით - "Shine""ევროვიზია 2012-ის" გამარჯვებული შვედი მომღერალი გახდაევროვიზიაზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|