"ევროვიზია 2012-ის" გამარჯვებული შვედი მომღერალი გახდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ევროვიზია 2012-ის" გამარჯვებული შვედი მომღერალი გახდა კულტურა, სპორტი
27-05-2012, 00:06
შვედმა მომღერალმა ლორინმა "ევროვიზია 2012-ის" კონკურსში გამარჯვა. მან ტელემაყურებელთა ხმათა უმრავლესობა მიიღო. ლორინმა სიმღერა "Euphoria" შეასრულა და 372 ქულა დააგროვა, რითაც 24 ქვეყნის წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს გაუსწრო. მათ 259 ქულა დააგროვეს. ხანდაზმული ასაკის სხვა მონაწილემ, ბრიტანული პოპ-სცენის 76 წლის ვეტერანმა ანგელბერტ ჰამპედრინკმა, ბოლოს წინა ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულთა პირველ ხუთეულში ასევე შევიდნენ სერბეთის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის წარმომადგენლები. მეექვსედან მეათე ადგილებზე კი გავიდნენ კონკურსანტები ესტონეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან.

სულ "ევროვიზია 2012-ის" ფინალში ევროპის 26 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხოლო ხმის მიცემის პროცედურაში 42 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ასევე ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობდა კონკურსის საერთაშორისო ჟიური.

"ევროვიზია 2012-ის" ფინალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო ნომერი ნახევარფინალის ათ რეიტინგულ ნომერს შორის ვერ მოხვდა. ევროვიზიის ნახევარფინალი ბაქოში "კრისტალ ჰოლში" გაიმართა. ქართველ მომღერალთან ერთად საკონკურსო ნომერში მაგდა ჯოხაძე, ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა მონაწილეობდნენ.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად მონაწილეობენ მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და „დიდი ხუთეულის" გერმანიის , დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. პირველი ნახევარფინალის შედეგად ფინალში გადავიდნენ: ისლანდია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, დანია, რუსეთი, უნგრეთი, მოლდოვა, ირლანდია. მეორე ნახევარფინალური ტური გადალახეს ლიტვის, ბოსნია ჰერცოგოვინის, სერბეთის, უკრაინის, შვედეთის, მაკედონიის, ნორვეგიის, ესტონეთის, მალტის და თურქეთის კონკურსანტებმა.

კონკურსის ლოგო იყო - ,,ცეცხლოვანი ყვავილი", სლოგანი - ,,დაანთე ცეცხლი". კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობდა.

ევროვიზიის კონკურსი პირველად 1955 წელს ჩატარდა. საქართველო კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს
 
 

ასევე:

  • საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა
  • საქართველო ევოროვიზიის კონკურსზე მე-9 ადგილზე გავიდა
  • ევროვიზიაზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს
  • "საბავშვო ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებული ნიდერლანდელი რალფ მაკენბახი გახდა
  • საბავშვო ევროვიზიაზე ქართულმა ჯგუფმა გაიმარჯვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge