ევროვიზიაზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ევროვიზიაზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს კულტურა, სპორტი
21-02-2012, 01:48
2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს. სიმღერით "I'm a Joker" მომღერალმა საქართველოს შიდაშესარჩევ ფინალზე 9 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა.

ანრი ჯოხაძე 13 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია. სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავად წერს სიმღერებს და საკუთარი კლიპების სცენარებსაც. მონაწილეობს თითქმის ყველა კონცერტსა თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რაც საქართველოში იმართება. მან ბევრ დამწყებ მუსიკოსს გაუწია პროდიუსერობა. მალე მიუზიკლის შექმნას გეგმავს, რომლის სცენარისტი და რეჟისორი თავად იქნება. მომღერალი ამჟამად თავის მე-5 ალბომზე მუშაობს.

ანრი ჯოხაძე ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში 2009 წელსაც მონაწილეობდა.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22 და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს.

ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.
 
 

ასევე:

  • "ევროვიზია 2012-ის" გამარჯვებული შვედი მომღერალი გახდა
  • "ევროვიზიის" კონსკურსზე სოფო ნიჟარაძე წარდგება სიმღერით - "Shine"
  • სოფო ნიჟარაძისთვის ექვსი სიმღერა შეირჩა
  • საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა
  • საბავშვო ევროვიზიაზე ქართულმა ჯგუფმა გაიმარჯვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge