"ევროვიზიის" კონსკურსზე სოფო ნიჟარაძე წარდგება სიმღერით - "Shine" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ევროვიზიის" კონსკურსზე სოფო ნიჟარაძე წარდგება სიმღერით - "Shine" კულტურა, სპორტი
28-02-2010, 19:17
წლევანდელი "ევროვიზიის" კონსკურსზე ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე სიმღერით - "Shine" (ნათება) წარდგება.

შიდა შესარჩევი კონცერტი “თბილისი ივენთ ჰოლში" ჩატარდა, სადაც გამარჯვებული სიმღერა ჟიურიმ და მაყურებელმა გამოავლინეს. სოფო ნიჟარაძემ სულ ექვსი საკონკურსო სიმღერა შეასრულა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საკონკურსოდ წარმოდგენილი 100-ზე მეტი სიმღერიდან 6 შეარჩია.

ნაციონალური ფინალისთვის შერჩეული ექვსი სიმღერიდან სამი ქართველი ავტორის იყო.

ამერიკაში მოღვაწე თინა ჯაფარიძემ თანაავტორებთან ბენ რობინსსა და ბილი ლაივსისთან ერთად სიმღერა "NEVER GIVE IN" ("არასოდეს დანებდე") წარმოადგინა. თინა ჯაფარიძის მიერ დაწერილმა სიმღერამ შარშან ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისლანდიას მეორე ადგილი მოუტანა.

შიდაშესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა გერმანიაში მცხოვრებმა ბრენდონ სტოუნმა, იმავე ბესიკ შპეტიშვილმა, სიმღერით - "Callme" ("დამირეკე").

ექვსეულში მოხვდა მიხეილ მდინარაძე, სიმღერით "Ourword" ("ჩვენი სიტყვა").

ცნობილმა კომპოზიტორმა სვიკა პიკმა სიმღერა სპეციალურად სოფო ნიჟარაძისთვის დაწერა. სვიკა ისრაელში პოპულარული მომღერალი და კომპოზიტორია. მის მიერ შექმნილმა სიმღერამ "Diva" ისრაელს 1998 წელს ევროფესტივალზე გამარჯვება მოუტანა. მისივე სიმღერა ააჟღერა 2003 წლის ევროვიზიაზე უკრაინის წარმომადგენელმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში სიმღერა გამოგზავნეს პორტუგალიელმა კომპოზიტორმა კარლოს კოელომ და ანდრეი ბაბიკმა, სახელწოდებით "FOR ETERNITY" ("მარადისობისთვის"). სიმღერა სპეციალურად სოფო ნიჟარაძისთვის დაიწერა.

ორივე მათგანს ევროვიზიაზე დიდი გამოცდილება აქვს. ანდრეი ბაბიკმა ევროვიზიის კონკურსზე მონაწილე 4 სხვადასხვა ქვეყნისთვის (2008 წ. - პორტუგალია, 2003 წ. -ხორვატია, 2005 წ. - ბოსნია, 2007 წ. და 2009 წ. -სლოვენია) 5 სიმღერა შექმნა, ხოლო კარლოს კოელომ 2008 წელს ევროვიზიაზე პორტუგალიის წარმომადგენლისთვის დაწერა სიმღერა.

მეექვსე სიმღერაა ნორვეგიელი ჰენ სორვააგის, შვედი ჰარი სომერდალის და კრისტიან ლეუზის - "SHINE" ("ნათება").სწორედ ეს სიმღერა გახდა გამარჯვებული და მას სოფო ნიჟარაძე "ევროვიზიის" მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, ნორვეგიაში, ტელენორის არენაზე, 27 მაისს იმღერებს.

2010 წლის "ევროვიზიის" სიმღერის ფესტივალს ოსლო უმასპინძლებს.
 
 

ასევე:

  • სოფო ნიჟარაძისთვის ექვსი სიმღერა შეირჩა
  • ევროვიზიაზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს
  • საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა
  • "ევროვიზია 2010"-ზე საქართველოს სახელით სოფო ნიჟარაძე წარდგება
  • საბავშვო ევროვიზიაზე ქართულმა ჯგუფმა გაიმარჯვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge