/IPN/ "ევროვიზია 2010"-ზე საქართველოს სახელით სოფო ნიჟარაძე წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ მიიღო. კონკურსისთვის სიმღერის შერჩევა 3 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელი სიმღერით წარდგება სოფო ნიჟარაძე "ევროვიზიაზე". კონკურსი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მაისში გაიმართება. მასში მონაწილეობის სურვილი 38 ქვეყნის წარმომადგენელმა უკვე გამოთქვა.