საქართველო ევოროვიზიის კონკურსზე მე-9 ადგილზე გავიდა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველო ევოროვიზიის კონკურსზე მე-9 ადგილზე გავიდა კულტურა, სპორტი
30-05-2010, 02:53
ოსლოს "ტელენორ-არენაზე" ევოროვიზია - 2010-ის ფინალი გაიმართა. 55-ე კონკურსის გამარჯვებული გერმანელი ელენა მაიერ-ლანდრუტი გახდა. მან ინგლისურ ენაზე შეასრულა სიმღერა "Satellite" და მთავარი პრიზის, ბროლის მიკროფონის მფლობელი გახდა. შესაბამისად, გაირკვა, რომ ევოროვიზია - 2011-ის ფინალი გერმანიაში გაიმართება.

მეორე ადგილზე გავიდა თურქული ჯგუფი “მანგა”, მესამეზე _ რუმინელი მომღერალი პაულა სელინგი.

ქართველმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ამ კონკურსში 136 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი, 12-12 ქულა ლიტვამ და სომხეთმა მიანიჭეს.

საბოლოოდ კონკურსის მონაწილეთა რეიტინგი ასე გადანაწილდა:

1) გერმანია (246 ქულა),
2) თურქეთი (170 ქულა),
3) რუმინეთი (162 ქულა),
4) დანია (149 ქულა),
5) აზერბაიჯანი (145 ქულა),
6) ბელგია (143 ქულა),
7) სომხეთი (141 ქულა),
8) საბერძნეთი (140 ქულა),
9) საქართველო (136 ქულა),
10) უკრაინა (108 ქულა),
11) რუსეთი (90 ქულა),
12) საფრანგეთი (82 ქულა),
13) სერბეთი (72 ქულა),
14) ისრაელი (71 ქულა),
15) ესპანეთი ( 68 ქულა),
16) ალბანეთი (62 ქულა),
17) ბოსნია და ჰერცოგოვინა (51 ქულა),
18) პორტუგალია (43 ქულა),
19) ისლანდია (41 ქულა),
20) ნორვეგია (35 ქულა),
21) კვიპროსი (27 ქულა),
22) მოლდოვა (27 ქულა),
23) ირლანდია (25 ქულა),
24) ბელორუსი (18 ქულა),
25) ინგლისი (10 ქულა).

ფინალში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. კონკურსი აზერბაიჯანის წარმომადგენელმა, საფურამ გახსნა.
კონკურსის გამარჯვებული ტელემაყურებელთა და ჟიურის ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლინდა. ევროვიზიის ფინალური ეტაპი 25 მაისს დაიწყო. მასში 39 ქვეყნის მონაწილე ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე კი 25 გავიდა.
 
 

ასევე:

  • ნინო სალუქვაძე სუპერთასის გამარჯვებული გახდა
  • სამაგისტრო გრანტების ცხრილი გამოქვეყნდა
  • "საბავშვო ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებული ნიდერლანდელი რალფ მაკენბახი გახდა
  • "ევროვიზია 2012-ის" გამარჯვებული შვედი მომღერალი გახდა
  • ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge