|
23-01-2010, 23:10
/GHN/ ტალინში მიმდინარე ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ელენე გედევანიშვილის ბრინჯაოს მედალი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ფიგურულ სრიალში პირველი ჯილდოა. ელენე გედევანიშვილს მოკლე პროგრამის შემდეგ 60.82 ქულა ჰქონდა, ფინალურ ეტაპზე ტექნიკური ელემენტების შესრულებისთვის 50.20 ქულა მიიღო, პროგრამული კომპონენტებისთვის კი _ 53.52 ქულა. ევროპის ჩემპიონი იტალიელი კაროლინა კოსტნერი გახდა. |
|