მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა სიახლე
27-07-2010, 04:27
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 24-25 ივლისს ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა .

როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გუნდიდან ყველაზე შედეგიანად ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით ხუციშვილმა (74 კგ) იჭიდავეს, სეზონის უმთავრესი შეჯიბრი წაუგებლად ჩაამთავრეს, ყველა შეხვედრა მოიგეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრებიდან უმსუბუქეს წონაში - 50 კილოგრამში მოჭიდავე ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძე (120 კგ) და 60 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე თენგიზ ჩოჩიშვილი გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 49 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
იპნ.გე
 
 

ასევე:

  • ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • ქართველი მოჭიდავეები თურქეთიდან სამი მედლით დაბრუნდნენ
  • ქართველმა მოჭიდავეებმა ლატვიაში 8 მედალი აიღეს
  • ქართველმა მოციგურავემ ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი მოიპოვა
  • ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკე ქალები ლიდერობენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge