ქართველმა მოჭიდავეებმა ლატვიაში 8 მედალი აიღეს » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართველმა მოჭიდავეებმა ლატვიაში 8 მედალი აიღეს კულტურა, სპორტი
31-03-2010, 00:03
რიგამ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები ლატვიაში 9-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა და 8 მათგანმა ფინალში იჭიდავა.

თენგიზ ჩოჩიშვილმა (60 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ), თორნიკე ხიდეშელმა (96 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) ყველა მეტოქე დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

ლაშა ტალახაძე (50 კგ), დავით ტლაშაძე (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ) და ომარ გუსოშვილი (96 კგ) კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. სამეულს მიღმა მხოლოდ ლაშა ლომთაძე (55 კგ) დარჩა, რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა. აპრილ-მაისში ნუგზარ სხირელის შეგირდები ბაქოსა და ანკარას საერთაშორისო ტურნირებზეც გამოვლენ. შემდეგ კი ორ შეკრებას გაივლიან და ივნისის ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ.

"რიგაში საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი ჩავიყვანე. 96 კილოგრამში კი ჩემპიონ თორნიკე ხიდეშელის გარდა შანსი ვერცხლის პრიზიორ ომარ გუსოშვილსაც მივეცი. ორივე ფინალში გავიდა. მთლიანად გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ, თუმცა ნაკრების რამდენიმე წევრისგან უკეთეს ჭიდაობას ველოდი. ტურნირზე საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავედით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. წინ კიდევ ორ-ორი ტურნირი და შეკრებაა, მაგრამ აქედანვე გადაწყვეტილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი გაემგზავრება. გამონაკლისი მხოლოდ 55 კილოგრამი წონითი კატეგორია იქნება, სადაც ნაკრების ღირსებას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაიცავს. იქამდე ხინჩეგაშვილი უფროსების ევროპირველობაზეც იჭიდავებს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა.

ტურნირი რიგაში 24-26 მარტს ჩატარდა.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა
  • თემურ ქეცბაიამ 3 ივნისის მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
  • ძიუდოს ნაკრების წევრები და ფედერაციის პრეზიდენტი სტუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ბაქოში გაემგზავრნენ
  • თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge