|
30-01-2010, 01:00
30-31 იანვარს თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც სომხეთის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ხორვატიის, საფრანგეთის, საქართველოს, საბერძნეთის, უნგრეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ჰოლანდიის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: 60 კგ წონითი კატეგორია: ბეთქილ შუკვანი, დავით ასუმბანი, პაატა მერებაშვილი, ამირან პაპინაშვილი; 66 კგ წონითი კატეგორია: მიხეილ ხომიზური, უჩა ხუციშვილი, შალვა ქარდავა, ნესტორ ხერგიანი; 73 კგ წონითი კატეგორია: ანზორ ხმიადაშვილი, გიორგი დილებაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზაზა კედელაშვილი; 81 კგ წონითი კატეგორია: იოსებ წელაური, ლევან წიკლაური, ხვიჩა ხუციშვილი, დავით კარბელაშვილი; 90 კგ წონითი კატეგორია: საბა გავაშელიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი, ლაშა გურული; 100 კგ წონითი კატეგორია: დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე, ლევან ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი; 100 კგ-ზე ზემოთ წონითი კატეგორია: ზვიად ხანჯალიშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ალექსი დავითაშვილი. |
|