ძიუდოს ნაკრების წევრები და ფედერაციის პრეზიდენტი სტუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ძიუდოს ნაკრების წევრები და ფედერაციის პრეზიდენტი სტუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ სტუ
19-03-2015, 00:09
18 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ძიუდოს ნაკრების წევრები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი და ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო გრან პრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისთვის, რათა გაიზარდოს დამსწრეთა რაოდენობა ტურნირზე, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ტურნირისა და სპორტის სახეობის პოპულარიზაციას.

20-22 მარტს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - თბილისის გრან პრის მეორედ უმასპინძლებს.

გრან პრის სტატუსი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისს 2013 წლის მიწურულს მიანიჭა, როდესაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის სამინისტროში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 45 ქვეყნის 400-მდე უძლიერესი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა შორის, ჩემპიონები 7-7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ქართველი ძიუდოისტები თბილისის გრან პრიზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვლენ. მედლებისათვის იბრძოლებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ტიტულოვანი სპორტსმენები - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ამირან პაპინაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვა. ჯამში ტურნირზე მამაკაცთა შორის 28 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს, ქალთა შორის კი მედლისათვის ელენე ლეონიძე იბრძოლებს.

გრან პრის ფინალურ ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში 17:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება. 20 მარტს, 16:25 საათზე, გაიმართება გახსნის ოფიციალური ცერემონიალი.

გრან პრიზე დასწრება გულშემატკივრებისათვის უფასოა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საინფორმაციო ბაზაში დარეგისტრირებული ჟურნალისტები აკრედიტაციებს მიიღებენ 19 მარტს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", 14:00 საათზე დაგეგმილ ტურნირის ოფიციალურ კენჭისყრაზე.
 
 

ასევე:

  • ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია
  • ბათუმი ქვიშის რაგბის ტურნირს უმასპინძლებს
  • ლონდონი 2012-ის მედლების ტაბლო 29 ივლისის მდგომარეობით
  • თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება
  • ანტალიაში საჭადრაკო ჩემპიონატში 32 ქართველი იასპარეზებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge