|
30-07-2012, 13:42
წარმატებული გამოდგა ლონდონის ოლიმპიადის მეორე მედლებიანი დღე საქართველოს ნაკრებისთვის. 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა სპორტული გმირობა ჩაიდინა და მასზე გაცილებით გამოცდილ სპორტსმენებთან ჭიდილში, ჩვენს ქვეყანას პირველი ოქრო მოუტანა.
მომგებიანი დებიუტი ჰქონდა ჩოგბურთელთა ინდივიდუალურ ტურნირზე ანა ტატიშვილს. მან ალბიონური წვიმის გამო გაჭიანურებულ პაექრობაში, 59 სათამაშო წუთი მოანდომა ლიხტენშტეინელი სტეფანი ვოგტის ძლევას - 6:2, 6:0.
376 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, ლონდონში მყოფი ქართველი სპორტსმენებიდან ყველაზე ტიტულოვანი ნინო სალუქვაძისთვის, რათა იგი ფინალურ 8 ტყვიის მსროლელს შორის მოხვედრილიყო. საბოლოოდ ჩვენი დელეგაციის მედროშემ, პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრიდან სროლაში 31-ე შედეგი აჩვენა და ფინალსმიღმა დარჩა.
დღევანდელ სტარტებს რაც შეეხება, ქართველები ორ - ძიუდოს და ჩოგბურთის "ფრონტზე" იბრძოლებენ. საქართველოს დროით 12:30 საათზე შეუდგება ასპარეზობას 73 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე სამხრეთკორეელი კი-ჩუნ ვანი იქნება. იმედია, დღეს მაინც მიეცემათ წყვილთა თანრიგში მოასპარეზე ტატიშვილი-ჩახნაშვილის დუეტს სლოვენიური კლეპაჩი-სრებოტნიკის ტანდემთან შერკინების საშუალება. ამ პაექრობის დაწყების დრო, ჯერ თავად ოლიმპიადის ოფიციალურ საიტს არ აქვს გარკვეული.
1 ჩინეთი 6 4 2 12 2 აშშ 3 5 3 11 3 იტალია 2 3 2 7 4 სამხრეთი კორეა 2 1 2 5 5 საფრანგეთი 2 1 1 4 6 ჩრდ. კორეა 2 0 1 3 7 ყაზახეთი 2 0 0 2 8 ავსტრალია 1 1 1 3 9 უნგრეთი 1 1 1 3 10 ბრაზილია 1 1 1 3 11 ჰოლანდია 1 1 0 2 12 რუსეთი 1 0 3 4 13 საქართველო 1 0 0 1 14 სამხრეთი აფრიკა 1 0 0 1 15 იაპონია 0 2 3 5 16 დიდი ბრიტანეთი 0 1 1 2 17 კოლუმბია 0 1 0 1 18 პოლონეთი 0 1 0 1 19 რუმინეთი 0 1 0 1 20 ტაივანი 0 1 0 1 21 კუბა 0 1 0 1 22 სლოვაკეთი 0 0 1 1 23 უკრაინა 0 0 1 1 24 მოლდოვა 0 0 1 1 25 კანადა 0 0 1 1 26 აზერბაიჯანი 0 0 1 1 27 უზბეკეთი 0 0 1 1 28 სერბეთი 0 0 1 1 29 ბელგია 0 0 1 1 30 ნორვეგია 0 0 1 1
შენიშვნა - ოლიმპიურ ტაბლოში ქვეყნის შემდეგ მითითებულია მოპოვებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და ბოლოს, ყველას ჯამური რაოდენობა. |
|