|
27-07-2012, 18:03
XXX ოლიმპიური თამაშები ლონდონში დღეს გაიხსნება. ოლიმპიადა გრანდიოზული გახსნის ცერემონიით აიღებს სტარტს და 12 აგვისტოს დაიხურება. ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი საუკეთესო სპორტსმენები ერთმანეთს 28 სახეობაში შეეჯიბრებიან.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები წლევანდელ თამაშებზე სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელი 35-კაციანი შემადგენლობით გამოვა. მედლებისთვის ბრძოლაში პირველები 28 ივლისიდან ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ტატამზე გუნდიდან პირველი ბეთქილ შუკვანი გავა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ხოლო ვიცე-კაპიტანი ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანია.
ქართველი სპორტსმენებიდან 28 ივლისს ოლიმპიადაში პირველი, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ჩაერთვება. შემდეგ ელით გამოსვლა მოკრივე მერაბ თურქაძეს, ველომრბოლელ გიორგი ნადირაძეს და ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს. ბეთქილ შუკვანის პირველი მეტოქე 60კგ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ერნი დიკინსი იქნება, 56კგ წონით კატეგორიაში მერაბ თურქაძე მედლისთვის ბრძოლას ალჟირელი ეინ დეფლას წინააღმდეგ დაიწყებს, ანა ტატიშვილი კი პირველ წრეში ლიხტენშტეინის წარმოამდგენელ სტეფანი ვოგს დაუპირისპირდება. |
|