ლონდონის ოლიმპიადა დასრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ლონდონის ოლიმპიადა დასრულდა კულტურა, სპორტი
13-08-2012, 19:57
ლონდონის ოლიმპიადა დასრულდა. სპორტსმენებმა მედლების 302 კომპლექტი გაითამაშეს და როგორც ქვემოთ მოყვანილი არაოფიციალური გუნდური ჩათვლის ცხრილიდან ჩანს, მოიგო ამერიკის შეერთებული შტატებმა. აშშ-ს მხოლოდ 4 ოქრო დააკლდა მრგვალ, "50"-იან ნიშნულამდე. არადა, ამერიკელებმა ბოლო 2 დღეს გაუსწრეს ჩინელებს, თორემ დიდი შანსი იყო დიდი სენსაცია მომხდარიყო.

რაც შეეხება საქართველოს, ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი ნაკრებით გამოსვლის შემდეგ (ზამთრის ოლიმპიადაზე 1994-ში, ზაფხულის – 1996-ში), ჩვენმა გუნდმა ყველაზე მეტი, 7 მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ: 1996 წელს – 2 ბრინჯაო, 2000 – 6 ბრინჯაო, 2004 – 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2008 – 3 ოქრო, 3 ბრინჯაო, 2012 – 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

წელს 35 სპორტსმენისაგან შემდგარმა ოლიმპიურმა დელეგაციამ ლონდონში 7 მედლის მოპოვება შეძლო. ქართველებს ერთადერთი ოქრო, 20 წლის ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (იგი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია) მოუტანა, რომელმაც 66 კგ-იანებში გაიმარჯვა. 3-მა ოლიმპიელმა მოიგო ვერცხლის მედალი - რევაზ ლაშხმა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 60 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა - 55 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა - 120 კგ). 3 აქვთ ქართველებს ბრინჯაოც - მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 66 კგ), დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა - 84 კგ) და გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა - 96 კგ).

1 აშშ 46 29 29 104
2 ჩინეთი 38 27 22 87
3 დიდი ბრიტანეთი 29 17 19 65
4 რუსეთი 24 25 33 82
5 სამხრეთი კორეა 13 8 7 28
6 გერმანია 11 19 14 44
7 საფრანგეთი 11 11 12 34
8 იტალია 8 9 11 28
9 უნგრეთი 8 4 5 17
10 ავსტრალია 7 16 12 35
11 იაპონია 7 14 17 38
12 ყაზახეთი 7 1 5 13
13 ჰოლანდია 6 6 8 20
14 უკრაინა 6 5 9 20
15 კუბა 5 3 6 14
16 ახალი ზელანდია 5 3 5 13
17 ირანი 4 5 3 12
18 იამაიკა 4 4 4 12
19 ჩეხეთი 4 3 3 10
20 ჩრდილოეთ კორეა 4 0 2 6
21 ესპანეთი 3 10 4 17
22 ბრაზილია 3 5 9 17
23 ბელარუსი 3 5 5 13
24 სამხრეთი აფრიკა 3 2 1 6
25 ეთიოპია 3 1 3 7
26 ხორვატია 3 1 2 6
27 რუმინეთი 2 5 2 9
28 კენია 2 4 5 11
29 დანია 2 4 3 9
30 აზერბაიჯანი 2 2 6 10
30 პოლონეთი 2 2 6 10
32 თურქეთი 2 2 1 5
33 შვეიცარია 2 2 0 4
34 ლიტვა 2 1 2 5
35 ნორვეგია 2 1 1 4
36 კანადა 1 5 12 18
37 შვედეთი 1 4 3 8
38 კოლუმბია 1 3 4 8
39 საქართველო 1 3 3 7
39 მექსიკა 1 3 3 7
41 ირლანდია 1 1 3 5
42 არგენტინა 1 1 2 4
42 სლოვენია 1 1 2 4
42 სერბია 1 1 2 4
45 ტუნისი 1 1 1 3
46 დომინიკა 1 1 0 2
47 ტრინ.და ტობაგო 1 0 3 4
47 უზბეკეთი 1 0 3 4
49 ლატვია 1 0 1 2
50 ალჟირი 1 0 0 1
50 ბაჰამის კუნძულები 1 0 0 1
50 გრენადა 1 0 0 1
50 უგანდა 1 0 0 1
50 ვენესუელა 1 0 0 1
55 ინდოეთი 0 2 4 6
56 მონღოლეთი 0 2 3 5
57 ტაილანდი 0 2 1 3
58 ეგვიპტე 0 2 0 2
59 სლოვაკეთი 0 1 3 4
60 სომხეთი 0 1 2 3
60 ბელგია 0 1 2 3
60 ფინეთი 0 1 2 3
63 ბულგარეთი 0 1 1 2
63 ესტონეთი 0 1 1 2
63 ინდონეზია 0 1 1 2
63 მალაიზია 0 1 1 2
63 პუერტო რიკო 0 1 1 2
63 ტაიპეი 0 1 1 2
69 ბოტსვანა 0 1 0 1
69 კვიპროსი 0 1 0 1
69 გაბონი 0 1 0 1
69 გვატემალა 0 1 0 1
69 მონტენეგრო 0 1 0 1
69 პორტუგალია 0 1 0 1
75 საბერძნეთი 0 0 2 2
75 მოლდოვა 0 0 2 2
75 ყატარი 0 0 2 2
75 სინგაპური 0 0 2 2
79 ავღანეთი 0 0 1 1
79 ბაჰრეინი 0 0 1 1
79 ჰონგკონგი 0 0 1 1
79 საუდის არაბეთი 0 0 1 1
79 კუვეიტი 0 0 1 1
79 მაროკო 0 0 1 1
79 ტაჯიკეთი 0 0 1 1


შენიშვნა - ოლიმპიურ ტაბლოში ქვეყნის შემდეგ მითითებულია მოპოვებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და ბოლოს, ყველას ჯამური რაოდენობა.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • ლონდონი 2012-ის მედლების ტაბლო 29 ივლისის მდგომარეობით
  • საქართველოს ნაკრები ესპანეთსა და საფრანგეთს დაუპირისპირდება
  • "არტისტერიუმი 2010" იხსნება
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ბაქოში გაემგზავრნენ
  • "უნივერსიადა - 2012"-ში სტუ-მ მე-19 ოქრო მოიპოვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge