ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ბაქოში გაემგზავრნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ბაქოში გაემგზავრნენ კულტურა, სპორტი
17-04-2010, 01:13
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბათუმის 2-კვირიანი შეკრება დაასრულა და ბაქოში გაემგზავრა. ბეგი დარჩიას გუნდი ევროპის ჩემპიონატში 17-18 აპრილს ჩერთვება.

მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა ჯერ კიდევ ბათუმში ჩასვლამდე გამოაცხადა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბადრი ხასაიას (84 კგ) ჭიდაობა გამოირიცხა. ხასაიას შემცვლელი შეკრების მიწურულს დასახელდა.

სიას ახალგაზრდებს შორის ევროპის პრიზიორი არსენ კახაბრიშვილი დაემატა. ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. გუნდს ტიტულოვანი მოჭიდავეები: დავით ბედინაძე (60 კგ), მანუჩარ ცხადაია (66 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ) და რამაზ ნოზაძე (96 კგ) დააკლდებიან.

17 აპრილს მედლები 55, 60, 66 და 74 კილოგრამებში გათამაშდება, 18-ში კი ჩემპიონ-პრიზიორებს დარჩენილ სამ წონაში - 84, 96 და 120 კილოგრამებში გამოვლენ.

საქართველოს კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ბაქოში ასეთია: 55 კგ - ლაშა გოგიტაძე; 60 კგ - რევაზ ლაშხი; 66 კგ - ანტონ მამაგეიშვილი; 74 კგ - გენადი გოგიშვილი; 84 კგ - არსენ კახაბრიშვილი; 96 კგ - სოსო ჯიბლაძე; 120კგ -დიმიტრი ჯავახიშვილი.
 
 

ასევე:

  • მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა
  • ქართველმა მოჭიდავეებმა ლატვიაში 8 მედალი აიღეს
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბუქარესტში ირბ-ის თასზე ითამაშებს
  • საქართველოს რაგბის ნაკრები გერმანიის გუნდს შეხვდება
  • თემურ ქეცბაიამ 3 ივნისის მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge