|
23-02-2010, 12:38
ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველ მოციგურავეთა წყვლმა 22-ე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ "ევროსპორტი" იუწყება. ქართულმა დუეტმა გუშინდელ თავისუფალ პროგრამაში კლასიკური მუსიკის თანხლებით იცეკვა და ჟიურისგან 63.45-ქულიანი შეაფასება დაიმსახურა. საბოლოო მონაცემებით, ოთარ ჯაფარიძემ და ელისონ რიდმა 132.32 ქულა დააგროვეს (პირველ დღეს ტანგოს შესრულებისთვის _ 26.65 ქულა, მეორე დღეს _ 42.22) რაც 22-ე ადგილის შესაბამისი აღმოჩნდა. ოქროს მედალი კანადურმა წყვილმა, ტესა ვირტუმ და სკოტ მოირმა მოიპოვეს, მეორეზე ამერიკელები გავიდნენ, ბრინჯაოს მედალოსნები კი რუსები გახდნენ. სულ შეჯიბრებაში 23 წყვილი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ქართველი ელენე გედევანიშვილი შეჯიბრებაში 23 თებერვლიდან ჩაებმება |
|