საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური ფორუმი ,,აღმოაჩინე საქართველო“. ფორუმი გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მოხსენებით გამოვიდნენ ვერონიკა ნაროზნიაკი (პოლონეთი), იგორ ბრიჟატი (უკრაინა), ლაშა ვაშაკიძე (საქართველო).
ღონისძებაში მონაწილეობდნენ კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (უკრაინა)და ვარშავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტუდენტები. ფორუმის მიზანი იყო უკრაინის, პოლონეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტების ურთიერთობის გაღრმავება და ჩართვა სტუდენტურ აქტივობაში.
ფორუმი 21 ივლისს გაიხსნა და 26 ივლისს დაიხურა.
უცხოელს სტუდენტებს მეგზურობას უწევდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები ნინო ცომაია, ნათია კორაშვილი, რიტა სეროფიანი და სხვები, ასევე, სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები - ლაშა ვაშაკიძე, ოთარ თევდორაძე, თეიმურაზ მიმინოშვილი. სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები - სამების საკათედრო ტაძარი, რიყე, ძველი თბილისი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია.
საქართველოში სტუმრობის ფარგლებში უცხოელი სტუდენტები დაესწრნენ “არტგენის” ღონისძიებებს, მოინახულეს სიღნაღი, ბოდბე, წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი.
ფორუმის დასრულების შემდეგ უცხოელ სტუდენტებს შეხვდა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე.