ქართველმა სტუდენტებმა უკრაინაში გამართულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართველმა სტუდენტებმა უკრაინაში გამართულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა სტუ
10-06-2011, 04:41
ქართველმა სტუდენტებმა უკრაინაში გამართულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა ლაშა ვაშაკიძემ, ოთარ თევდორაძემ, ეთერ ვაშაკიძემ და თეიმურაზ მიმინოშვილმა უკრაინაში გამართულ სტუდენტურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ქართველი ახალგაზრდები უკრაინაში კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის, მ. ზგუროვსკის მიწვევით იმყოფებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ შეჯიბრებებში. 30 გუნდიდან ჩვენმა გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ქართველმა სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაცია, სადაც წარადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზოგადად, საქართველო.

ქართველმა სტუდენტებმა უკრაინაში გამართულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა როგორც სტუდენტები აცხადებენ, საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველამ ინტერესით მოისმინა. იყო შეკითხვებიც ჩვენს ქვეყანასთან და სტუ-სთან დაკავშირებით. ქართველი სტუდენტები შეხვდნენ კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორს, ვლდიმერ კარპოვიჩს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს.

“KPI Connecting People” ყოველწლიური სერთაშორისო კულტურულ-სამეცნიერო სტუდენტური ფორუმია.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტში მიიღეს მონაწილეობა
  • სტუ-ის სტუდენტები უკრაინაში მიმდინარე კონფერეციაში მონაწილეობენ
  • სტუ-ის სტუდენტებმა კიევში წარმატებას მიაღწიეს
  • სტუ-ის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ
  • სტუ-ის სტუდენტებმა საწარმოო ობიექტებში პრაქტიკა გაიარეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge