საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებმა: ლაშა ვაშაკიძემ, თეიმურაზ მიმინოშვილმა და ოთარ თევდორაძემ კიევის ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კურსები გაიარეს. საშემოდგომო კურსების სახელწოდება იყო - “გააკეთე რეკლამა, გაუკეთე პრომოუშენი საკუთარ თავს’’. აღნიშნული სტუდენტები 5 თვის წინ კიევში, იმავე უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კულტურულ პროექტზე იმყოფებოდნენ. ქართველი სტუდენტები კიევში 16 სექტემბერს გაემგზავრნენ და იქ ათი დღე დაყვეს.
პროექტის - “გააკეთე რეკლამა, გაუკეთე პრომოუშენი საკუთარ თავს’’ - ოფიციალურ გახსნაზე ქართული მხარე გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ ასეთი პროექტები საჭიროა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობებისთვის.
კიევში ჩასულ ქართველ სტუდენტებს ლექციებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესორები უკითხავდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელი, რუსი, ინგლისელი, ავსტრალიელი, უკრაინელი მეცნიერები. ლექციების კურსის მოსმენისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდეგ ჩვენმა სტუდენტებმა მიიღეს საერთაშორისო დონის დიპლომები და მადლობის წერილები ტექნიკური უნივერსიტეტისგან.
ჩვენი სტუდენტები იმყოფებოდნენ უკრაინის პარლამენშიც, სადაც მათ ჩაუტარდათ ექსკურსია, ასევე ლუდი ობოლონის ცენტრში. ჩვენი სტუდენტებთან კიევის ტექნიკური უნივერსიტეტის რადიომ ჩაწერა ინტერვიუ, რომლის მოსმენა შემდეგ კვირასაა შესაძლებელი უნივერსიტეტის საიტზე.