|
19-10-2012, 13:04
იაპონიაში, ქ. კიოტოში, გავლენიანი იაპონური ორგანიზაციის - “Science and Technology in Society Forum”-ის (STS Forum) ეგიდით, ჩატარდა STS-ფორუმი და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთა მრგვალი მაგიდის შეხვედრა. ღონისძიება 6-10 ოქტომბერს ჩატარდა. მასში საქართველოდან მონაწილეობდნენ პროფესორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე და სტუ-ის ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გაცნობა და განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრა ჩატარდა შესაბამისი სფეროს მინისტრების დონეზე და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, მკვლევრები და ექსპერტები განათლების საკითხებში.
აღნიშნულ ღონისძიების მიმღები კომიტეტის მიერ კიოტოში მიწვეულნი იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ოთარ ზუმბურიძე და ზურაბ გამეზარდაშვილი. |
|